ირანის პრეზიდენტის ძმა დააკავეს | Allnews.Ge

ირანის პრეზიდენტის ძმა დააკავეს

ფინანსური დანაშაულებებისთვის ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ძმა, ჰუსეინ ფერეიდუნი დააპატიმრეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანსპრესი" სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

2015 წელს ჰუსეინ ფერეიდუნი ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება.

myquiz