დონალდ ტრამპი - "ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - "ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.

მისივე თქმით, აშშ განაგრძობს ტერორისტული დაჯგუფების სრულ განადგურებას. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაპირისპირებაში. უფრო მეტ წარმატებას მივაღწიეთ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ვიდრე იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" მთავარი საფრთხე გახდა. მოსულში გამარჯვება, ქალაქში, სადაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ოდესღაც ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა, იმას ცხადყოფს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყში და სირიაში დათვლილია. ჩვენ განვაგრძობთ "ისლამური სახელმწიფოს" სრულად განადგურებას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე მიულოცა ერაყის პრემიერ-მინისტრს ჰეიდარ ალ-აბადის ტერორისტებზე გამარჯვება, რომლებიც "ცივილიზებული ხალხის მტრები არიან".

გუშინ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მოსულში "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა.

ქალაქი მოსული "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი ქალაქი იყო 2014 წლიდან. სწორედ მოსულიდან გამოაცხადა დაჯგუფების ლიდერმა ე.წ. ხალიფატი.

მოსულისთვის ბრძოლა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად განადგურდა ქალაქის ნაწილი და დაიღუპა ქალაქის ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები. იძულებით გადაადგილებულია 920 ათასი ადამიანი.

myquiz