ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა | Allnews.Ge

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა

"დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

ნაცვლად დაგეგმილი 30 წუთისა, შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

myquiz