დღეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება | Allnews.Ge

დღეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დღეს, ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.

ამ წლის განმავლობაში დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სამჯერ გამართეს სატელეფონო საუბარი.

myquiz