ლონდონის სახანძრო სამსახური ხანძრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

ლონდონის სახანძრო სამსახური ხანძრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ლონდონში მდებარე მრავარსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ ინციდენტის ადგილიდან BBC-ის კორესპონდენტი იუწყება.

ლონდონის სამედიცინო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის საავადმყოფოებში 30 ადამიანია გადაყვანილი.

ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულები.

"სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძარის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია", - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

myquiz