პირდაპირი ეთერი ლონდონიდან, სადაც 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის | Allnews.Ge

პირდაპირი ეთერი ლონდონიდან, სადაც 24-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.

24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული. სამაშველო სამსახური მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს. როგორც უცხოური მედია წერს, ხალხი დახმარებას ითხოვს.

პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა არსებობს გარკვეული ცნობები დაშავებულთა შესახებ.

ხანძარი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ლონდონის დასავლეთით მძვინვარებს.

myquiz