აშშ-ის ვიზების გაცემის წესები მკაცრდება | Allnews.Ge

აშშ-ის ვიზების გაცემის წესები მკაცრდება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა, - იუწყება სააგენტო "როიტერი".

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესების მიხედვით, აუცილებელი ხდება აპლიკაციაში ვიზის მიღების მსურველმა სოციალურ ქსელში თავიანთი დარეგისტრირებული სახელებიც მიუთითოს.

ასევე, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების მითითება, ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობების ისტორია.

სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაუჭინაურდეს ან ვიზის გაცემაზე უარი განაცხადონ.

myquiz