ბარაკ ობამა ახალი თაობის ლიდერების მომზადებას გეგმავს | Allnews.Ge

ბარაკ ობამა ახალი თაობის ლიდერების მომზადებას გეგმავს

 ბარაქ ობამა, მას შემდეგ რაც 20 იანვარს დონალდ ტრამპს ხელისუფლება გადააბარა, საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც განათლების პრობლემები განიხილეს. ობამამ პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თავის პირველ საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობას გეგმავს.

ყოფილმა პრეზიდსენტმა სტუდენტებს რჩევა მისცა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მიაღწიონ ლიდერობას იმ საზოგადოებაში, რომელშიც იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას ობამას არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ასევე არ შეხებია ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც მე ახლა შემიძლია ის არის, რომ ხელი შევუწყო ახალი თაობის ლიდერების მომზადებას, რათა მათ შეძლონ მსოფლიოს გარდაქმნის დაწყება", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

myquiz