რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპის მომავალი დამოკიდებულია ევროპაში მცხოვრებ თურქებზე | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპის მომავალი დამოკიდებულია ევროპაში მცხოვრებ თურქებზე

ევროპის მომავალი დამოკიდებულია ევროპაში მცხოვრებ თურქებზე, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

"ჩვენი ხუთი მილიონი ძმა, რომელიც ევროპაში დასახლდა, ევროპის მომავალს შექმნის", - განაცხადა ერდოღანმა გირესუნის პროვინციაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

ერდოღანის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპამ ნიღაბი მოიხსნა და აჩვენა, რომ "ანტიისლამურად არის განწყობილი".

"მათ არ გააჩნიათ შემწყნარებლობა მუსლიმების მიმართ", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე შეფასებით, როდესაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კარებს უხურავდა თურქ მინისტრებს, ისინი კარებს უღებდნენ ტერორისტული ჯგუფების წევრებს, რომლებსაც თურქეთი ებრძვის.

კვირას თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას ითვალისწინებს.

myquiz