როსტოვში უსახლკარო მამაკაცს მიერ ქუჩაში ნაპოვნი პოლიეთილენის პარკის გახსნისას აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

როსტოვში უსახლკარო მამაკაცს მიერ ქუჩაში ნაპოვნი პოლიეთილენის პარკის გახსნისას აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ როსტოვში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო "ტასი" იუწყება.

"დაახლოებით 6:30 საათზე, უსახლკარო მამაკაცმა პოლიეთილენის პარკი იპოვა და გადაწყვიტა შეემოწმებინა, თუ რა იდო შიგნით, მათ შორის იქ არსებული ფარანი. ფარანის ჩართვისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა", - განაცხადეს "როსგვარდიაში".

დაშავებული მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ბრიგადა მუშაობს.

myquiz