სომხეთში არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" იმარჯვებს | Allnews.Ge

სომხეთში არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" იმარჯვებს

სომხეთის მმართველი "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. 1301 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49,06 % მიიღო.

მეორე ადგილზე "ცარუკიანის" ბლოკია, რომლის სათავეში მსხვილი მეწარმე, პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დგას. მის ბლოკს წინასწარი მონაცემებით, 27,84 % აქვს.

პარტია "დაშნაკ ცუტუნმა" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 6,68%, ხოლო ოპოზიციურ ბლოკმა "გამოსავალი" - 7,02% მიიღო.

პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მოხვედრისთვის 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო ბლოკებმა - 7%-იანი ბარიერი.

გუშინ სომხეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

myquiz