ბარაკ ობამა მემუარების წერას იწყებს | Allnews.Ge

ბარაკ ობამა მემუარების წერას იწყებს

ბარაკ ობამა მემუარების წერას იწყებს. ოვალურ კაბინეტში 8 წლიანი მოღვაწეობის აღსაწერად ის წყნარი ოკეანის კუნძულებზე განმარტოვდა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი კუნძულ ტეტიაროაზე სავარაუდოდ, მემუარების დასრულებამდე დარჩება. კუნძული, რომელიც ერთ დროს მარლონ ბრანდოს საკუთრებაში იმყოფებოდა, თეთრის სახლის ყოფილი ლიდერის დასვენების საყვარელ ადგილად იქცა.

ბარაკ და მიშელ ობამებმა გამომცემლობა Penguin Random House-თან მრავალმილიონიან ხელშეკრულებას გასულ თვეს მოაწერეს ხელი.

კომპანიას მემუარების გამოცემის უფლების ყიდვა 60 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც რეკორდულ ფასად ითვლება. წიგნთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები უცნობია, ასევე არ არის ცნობილი მემუარული ნაწარმოების სათაური და გამოცემის თარიღი.

თუმცა, საგულისხმოა, რომ ობამები, წიგნის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარენ.

myquiz