დონალდ ტრამპი - მე თქვენ გაგაოცებთ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - მე თქვენ გაგაოცებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის განიხილავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების "სრულიად ახალი განკარგულების" ხელმოწერის შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მათ შორის სრულიად ახალი განკარგულების ხელმოწერა. ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ უსაფრთხოების მიზნებისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

"ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ახალი ზომები. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული შემოწმებები, მათ ექსტრემალურს ვუწოდებდი. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შემოვა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს", - განმარტა მან.

ტრამპმა ამავდროულად აღნიშნა, რომ მას სურს, რომ ახალი დოკუმენტი "ოდნავ განსხვავდებოდეს" თავდაპირველი განკარგულებისგან და პირობა დადო, რომ მოქმედებას "ორშაბათს ან სამშაბათს" დაიწყებს.

"მე თქვენ გაგაოცებთ", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე ძალაში დარჩა.

myquiz