დონალდ ტრამპი - ირანი ცეცხლს ეთამაშება | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - ირანი ცეცხლს ეთამაშება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმართებაში ისეთივე "კეთილი" არ იქნება როგორც მისი წინამორბედი ბარაქ ობამა იყო.

"ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ თუ რაოდენ "კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მაგრამ მე ასეთი არ ვიქნები!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. აღნიშნული სანქციები შესაძლოა შემდეგ კვირას დაწესდეს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.

myquiz