რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ | Allnews.Ge

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, შავ ზღვაში სამაშველო სამსახურებმა ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ალექსანდ ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი იმყოფებოდა. ანსამბლის წევრები სირიაში მდებარე რუსეთის ხმეიმის ბაზაზე სამხედრო ძალებისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ. მათთან ერთად ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, პირველი არხის, "ენტევესა" და ტელეკომპანია "ზვეზდას" გადამღები ჯგუფი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ან ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, ან პილოტის შეცდომამ, უწყებაში ტერაქტს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ამიტომ ტერაქტის შესაძლებლობა არ იყო.

თვითმფრინავი სოჭში საწვავის დასამატებლად დაეშვა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა, სიმაღლის აღებისას მას ხელი ტექნიკურმა გაუმართაობამ შეუშალა. შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა "ტუ -154", რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა. "ბიბისის" ინფორმაციით, თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭში, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.

თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.

myquiz