რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტისას "არსებული საფრთხეების" გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ | Allnews.Ge

რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტისას "არსებული საფრთხეების" გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო "როსტურიზმი" რუსულ ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის "არსებული საფრთხეების" შესახებ აცნობონ.

ამის შესახებ "როსტურიზმის" ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევმა სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს განუცხადა.

უწყება ასევე ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში ვიზიტის დაგეგმვისას, "აქტუალური რისკები" გაითვალისწინონ.

სვეტლანა სერგეევას ცნობით, "როსტურიზმს" აღნიშნული რეკომენდაციების გაწევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა "როსტურიზმს" გაფრთხილებით იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება რუსების ვიზიტს საქართველოში. უწყებამ მოგვცა რეკომენდაცია, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს და თავად ტურისტებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადი ამ ქვეყანაში გაიზარდა", - აცხადებს სერგეევა.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური ურითერთობების არარსებობის გამო, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევა ძალზე რთულია.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედებს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლის საფუძველზე 2015 წელს რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, კიდევ რამდენიმე კი დააჯარიმეს.

myquiz