გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციამდე შეხვდება | Allnews.Ge

გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციამდე შეხვდება

პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციამდე შეხვდეს.

ამის შესახებ ტრამპმა რადიოგადაცემაში განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ პუტინს ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებამდე შევხვდებოდი. ჩემი მოსაზრებით, ეს შესანიშნავი იქნებოდა", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ამერიკელ ლიდერები მეტისმეტად ხშირად აყენებენ პუტინს შეურაცხყოფას, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის ლიდერს ობამა და ჰილარი კლინტონი სძულს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

myquiz