სირიაში სამშვიდობო ზავი ძალაში ამაღამ უნდა შევიდეს | Allnews.Ge

სირიაში სამშვიდობო ზავი ძალაში ამაღამ უნდა შევიდეს

სირიაში სამშვიდობო ზავი ამაღამ უნდა შევიდეს ძალაში. აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის ათდღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.

გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირიის მთავრობა და ე.წ. ზომიერი ოპოზიცია თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა სირიაში მოქმედმა უმსხვილესმა ისლამისტურმა დაჯგუფება "აჰრარ აშ-შამმა" განაცხადა, რომ სამშვიდობო ზავი სირიელი ხალხის მიზნებს არ შეესაბამება.

აქტივისტების ცნობით, სამშვიდობო ზავის დაწყებამდე სირიის არმია აჯანყებულების კონტროლირებად ტერიტორიებს აქტიურად ბომბავდა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

myquiz