დონალდ ტრამპი - პუტინი უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე ობამა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - პუტინი უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე ობამა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას მისამართით მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე ობამა".

აღნიშნული განცხადება ტრამპმა სატელევიზიო ფორუმზე გააკეთა, რომელსაც ასევე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ესწრებოდა.

ტრამპის განცხადებით, ის დიდ პატივს სცემს რუსებს და პუტინთან "შესანიშნავ ურთიერთობას" ისურვებდა.

"ის ლიდერია. უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

myquiz