სირიელმა ბიჭუნამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ომის სისასტიკე | Allnews.Ge

სირიელმა ბიჭუნამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ომის სისასტიკე

ომებზე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საუბრობენ, დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვს ითვლიან, თუმცა რთულია წარმოდგენა, ამ მონაცემების უკან რეალურად რა იმალება.

ომის საზარელ სახეს ხშირად ფოტოები გვიჩვენებენ და თითოეული ადამიანის უბედურების შესახებ გვამცნობენ.

ომმა, რომელმაც ასაკი არ იცის, სირიაში უკვე ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრიც დაიჭრა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ხუთშაბათს, ჩრდილოეთ სირიაში მომხდარ აფეთქებაში ათამდე ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმა აღმოსავლეთ ალეპოში მოხდა, აღნიშნულ ინფორმაციას "ჰიუმან რაითსის" ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.

"სი-ენ-ენ"-ის ცნობით, "ალეპოს მედია ცენტრმა" გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც 4-5 წლის დაჭრილი ბავშვი ჩანს. პატარა ომრან დაქნეშს, ნანგრევებიდან გამოყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამენ.

ბავშვს სახე სისხლით აქვს დაფარული და თავის არეში მიყენებული ტრავმის გარდა, დაზიანებები სხეულზეც აღენიშნება.

ლტოლვილი ბავშვები ფოტოგრაფის ობიექტივში

პატარა სირიელმა ბიჭუნამ კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიოს ომის სისასტიკე და საზარელი შედეგები.

თითქმის ხუთწლიანი დაპირისპირების განმავლობაში სირია 11 მილიონზე მეტმა სირიელმა დატოვა. 250 000-ზე მეტი ადამიანი კი კონფლიქტს შეეწირა.

მომზადებულია "სი-ენ-ენ"-ისა და "მაშაბლ"-ის მიხედვით.

myquiz