პაკისტანში აფეთქების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

პაკისტანში აფეთქების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, აფეთქების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის პაკისტანელი ჟურნალისტია.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ინციდენტი პაკისტანის ქალაქ ქვეტაში, საავადმყოფოში მაშინ მოხდა, როდესაც იქ ცნობილი ადვოკატის, ბილალ კასის ცხედარი გადაასვენეს, რომელიც დღეს დილით უცნობმა პირებმა მოკლეს.

პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

myquiz