ცდილობს თუ არა პუტინი ტრამპისთვის გამარჯვების მოპოვებას | Allnews.Ge

ცდილობს თუ არა პუტინი ტრამპისთვის გამარჯვების მოპოვებას

ფლირტი ოკეანეს გაღმა გრძელდება - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ არ გამორიცხა, რომ კრემლის ლიდერი საპრეზიდენტო კამპანიაში დონალდ ტრამპს ეხმარება.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მონაცემთა ბაზის დაზიანებაში, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე მომუშავე ჰაკერული ჯგუფი დაადანაშაულა და მყარ მტკიცებულებებზე მიუთითა.

"ყველაფერია შესაძლებელი"- ასე უპასუხა ბარაქ ობამამ ჟურნალისტის კითხვას, ახდენს თუ არა გავლენას რუსეთი დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს შორის ძალთა გადანაწილებაზე.

"პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვლადიმერ პუტინის მიმართ აღფრთოვანება არაერთხელ გამოხატა და, ვფიქრობ, კრემლის მხრიდან საპასუხო პატივისცემა დაიმსახურა"- განაცხდა ობამამ.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მოქმედ პრეზიდენტს ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიისას ძალთა გადანაწლებას ამერიკელი ბიზნესმენის სასარგებლოდ ცდილობს.

ოფიციალური პირების განმრტებით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დემოკრატიული პარტიის მონაცემების დაზიანებაზე პასუხისმგებელ ჰაკერულ ჯგუფებს ამერიკის კონტრდაზვერვასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.

გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჰაკერული თავდასმების უკან რუსეთის დაზვერვის სამსახური დგას.

ჰაკერული თავდასხმების პერიოდმა გააჩინა ცალსახა ეჭვი, რომ ტალღა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს უკავშირდება.

NBC-ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკისა და კონკრეტულად თეთრი სახლის სისტემებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა, რომელთა შორის პირადი მონაცემებიც აღმოჩნდა.

ექპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინისადმი ტრამპის პოზიტიური დამოკიდებულებისა და ჰილარი კლინტონის სკეპტიციზმის გათვალისწინებით, სავსებით სავარაუდოა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისთვის ცალსახა საჩუქარი იქნება.

myquiz