რა მოხდა თურქეთში?! | Allnews.Ge

რა მოხდა თურქეთში?!

თურქეთში გადატრიალების მცდელობა პარასკევს საღამოს დაიწყო. თავდაპირველად სტამბოლში მთავარ ხიდებთან ტანკები გამოჩნდა. მოგვიანებით შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დედაქალაქ ანკარაში ქუჩებში გამოვიდნენ. მალევე ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავებმა დაიწყო ფრენა.

ამის შემდეგ, თურქეთის არმიის ნაწილმა განაცხადა, რომ ქვეყანას "მშვიდობის საბჭო" მართავდა და სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა სტამბოლის ცენტრალურ "ტაქსიმის" მოედანზე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარაში პარლამენტის შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს.

სამხედროები შეიჭრნენ СNN Turk-ის რედაქციაში, რის გამოც პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოგვიანებით მოსახლეობას მოუწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა ისინი აჯანყებას შეწინააღმდეგებოდნენ.

მოხდა დაპირისპირება აჯანყებულებსა და სამოქალაქო პირებს შორის. იყო სროლა და აფეთქება. ადგილზე დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტი ერდოღანი ამდროისთვის სტამბოლში იმყოფება. მან გადატრიალების მცდელობას სახელმწიფო ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის არმიას გაწმენდს.

თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვითარება ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება. პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გასცა ბრძანება ჩამოაგდონ ის სამხედრო თვითმფრინავები, რომელსაც აჯანყებული სამხედროები მართავენ.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ჯამში 90-ზე მეტი ადამიანი. 1600-ზე მეტი კი დაკავებულია.

myquiz