ბრიტანელ ფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს მოკვლით დაემუქრნენ | Allnews.Ge

ბრიტანელ ფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს მოკვლით დაემუქრნენ

"შენს უკან ვდგავარ და შემიძლია მოგკლა"- ამ სახის მუქარის წერილი მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა ტენერიფეს კუნძულზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიიღო.

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერი თავის ტვიტერის გვერდზე არასასიამოვნო შეტყობინებებს გამუდმებით იღებდა.

ტენერიფეს კუნძულზე ჩასვლის შემდეგ მან, რამდენიმე საათში, ათასობით შეტყობინება მიიღო, რომელთა შორის მუქარის წერილიც ერია.

კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

ესპანეთში 41 წლის ამერიკელი ქალი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ის 4- ვარსკვლავიან სასტუმროში აიყვანეს.

ჰოკინგი თავის მოხსენებაში ხელოვნურ ინტელექტსა და კაცობრიობისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა.

myquiz