თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ | Allnews.Ge

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი კონტაქტების გაგრძელებასა და პირად შეხვედრაზე შეთანხდა.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა დაგმო.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

ანკარის მტკიცებით, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.

myquiz