"ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალები დაასახელა | Allnews.Ge

"ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალები დაასახელა

"ფორბსმა" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ყოველწლიური რეიტინგი "მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი" გუშინ გამოქვეყნდა.

"ფორბსის" ვერსიით, სიაში მეორე ადგილს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მესამეს კი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეთ იელენი იკავებენ.

გავლენიან ქალთა რეიტინგში უმრავლესობა აშშ-ის წარმომადგენელია.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

myquiz