ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის საკმარისი რაოდენობის დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის საკმარისი რაოდენობის დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საკმარისი რაოდენობის დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა იმისთვის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, კლინტონმა 2 383 დელეგატის ხმა მოიპოვა, სწორედ ამდენია საჭირო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის.

Associated Press-ი წერს, რომ კლინტონის მთავარ მეტოქეს, ბერნი სანდერსს 1 569 დელეგატი უჭერს მხარს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, სააგენტოს ცნობით, მას ასევე საკმარისი დელეგატის მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ივლისში, რესპუბლიკელების პარტიულ ყრილობაზე პარტიის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდეს.

myquiz