ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორის ძმა ევროპის ჩემპიონი გახდა | Allnews.Ge

ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორის ძმა ევროპის ჩემპიონი გახდა

რიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნაჯიმ ლაშრაუის უმცროსი ძმა ევროპის ჩემპიონი გახდა.

"როიტერის" ინფორმაციით, მურად ლაშრაუიმ ტაიკვანდოში 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და რიო დე ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ბელგიის სახელით წარდგება.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მისი წონითი კატეგორია გათვალისწინებული არ არის, თუმცა ევროპის ჩემპიონმა შესაძლოა ბელგიელი სპორტსმენი სი მოჰამედ კეტბი ტრამვის მიღების შემთხვევაში შეცვალოს.

მურად ლაშრაუის უფროსმა ძმამ ზავენტემის აეროპორტში თავი 22 მარტს სხვა ექსტრემისტებთან ერთად აიფეთქა. ბრიუსელის ტერაქტებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. გამოძიების ვერსიით, ნაჯიმ ლაშრაუი გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების თანამონაწილეც იყო.

myquiz