თეთრ სახლთან სროლა მოხდა | Allnews.Ge

თეთრ სახლთან სროლა მოხდა

ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა უცნობ შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გახსნა, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა.

მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა, იგი სააავდმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის გამო თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

მამაკაცი, რომელიც იმუქრებოდა დაახლოებით 20 წლისაა. გავრცელებული ცნობით, იგი თეთრ სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა.

ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მერილენდში იმყოფებოდა გოლფის სათამაშოდ. ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი თეთრ სახლში იყო. იგი სასწრაფოდ "უსაფრთხო ადგილას" გადაიყვანეს.

myquiz