ინდოეთში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა | Allnews.Ge

ინდოეთში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

ინდოეთში რეკორდულად მაღალი სიცხე დაფიქსირდა.

ყველაზე ცხელი დღე რაჯასტანის შტატში იყო, რა დროსაც ტემპერატურამ 51º C მიაღწია. ინდოეთში ამ დრომდე ყველაზე ცხელი დღე 1956 წელს იყო.

მაშინ ტემპერატურამ 50.6º C მიაღწია.

ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე კვირაა ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

ინდოეთში ყოველ წელს ზაფხულობით ძლიერი სიცხის გამო ათობით ადამიანი იღუპება.

დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი "სიკვდილის ველი" ყვავილებით დაიფარა

myquiz