ერევანში ავტობუსის აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილმა ნივთმა გამოიწვია | Allnews.Ge

ერევანში ავტობუსის აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილმა ნივთმა გამოიწვია

ერევანში ავტობუსის აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილმა ნივთმა გამოიწვია.

სომხური მედიის თანახმად, ასეთი განცხადება სომხეთის პოლიციის უფროსმა ვლადიმერ გასპარიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, იყო თუ არა ეს ტერაქტი, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ დროისთვის დაადგინეს, რომ ავტობუსის აფეთქება გაზით ან საწვავით გამოწვეული არ იყო. მანამდე, ვლადიმერ გასპარიანმა განაცხადა, რომ ავტობუსში ბომბი აფეთქდა.

სომხეთის პროკურატურის ცნობით, მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევის მუხლით.

პოლიციაში კი ამბობენ, რომ აფეთქების ვერსიების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც გამომძიებლები და კრიმინალისტები სამუშაოებს დაასრულებენ.

სამგზავრო ავტობუსი ერევნის ცენტრში გუშინ, საღამოს საათებში აფეთქდა. ოფიციალური მონაცემებით, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

myquiz