ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო | Allnews.Ge

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

77 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერსბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.

ოსლოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ის პირობები, რომელშიც ტერორისტი ანდერსბრეივიკი იმყოფება, არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც კრძალავს "არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელს".

გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაასკვნა, რომ პატიმრობაში ყოფნის პირობები წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას. გასულ თვეს ბრეივიკმა სარჩელში აღნიშნა, რომ მისი ხუთწლიანი იზოლაცია სამარტოოო საკანში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს.

სასამართლომ ტერორისტის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან არ დაეთანხმა სარჩელში აღნიშნულ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც ირღვევა კონვენციის მე-8 მუხლი, რაც პირადი ცხოვრების უფლების შესახებ გარანტიას ეხება.

ანდერს ბრეივიკი 2011 წელს ორმაგი ტერაქტის გამო იხდის სასჯელს, რასაც 77 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 151 ადამიანი კი დაიჭრა. 2012 წელს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

myquiz