ბრიუსელის გარეუბნებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

ბრიუსელის გარეუბნებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბრიუსელის გარეუბნებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბელგიური მედია იტყობინება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეტერბეკის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული.

შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ახლა კი ჩხრეკა მიმდინარეობს. ვის ეძებს პოლიცია, ჯერ უცნობია.

22 მარტის ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიაში სპეცოპერაციები პერიოდულად იმართება. გუშინ ჩატარებული ე.წ რეიდის შედეგად დააკავეს პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი.

myquiz