დიმიტრი როგოზინი - რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს | Allnews.Ge

დიმიტრი როგოზინი - რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს

რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, - როგორც რუსული სააგენტო "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.

"ყველაფერი კონტრაქტებთან შესაბამისად ხდება. ორივე ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია", - განაცხადა როგოზინმა.

როგორც დღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, სომხეთი რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია.

myquiz