ისლანდიას ახალი პრემიერი ჰყავს | Allnews.Ge

ისლანდიას ახალი პრემიერი ჰყავს

ისლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ ამ თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი სიგურდურ ინგი იოჰანსონი დანიშნა.

მოქმედი კანონმდებლობით იოჰანსონი ახალ პოსტზე ოფიციალურად პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე ისლანდიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

იოჰანსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სიგმუნდურ გუნლეიგსონი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ე.წ. პანამის დოკუმენტების გამო დატოვა.

ამ დოკუმენტების თანახმად, გუნლეიგსონი ოფშორული კომპანიის მფლობელი იყო.

myquiz