იმიტირებული თავდასხმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე | Allnews.Ge

იმიტირებული თავდასხმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იმიტირებული შეტევა განახორციელა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.

იმიტირებულ იერიშს თვალს ადევნებდა თავად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ სამხედროები მზად არიან სამხრეთ კორეის მთავრობის განადგურებისთვის.

მომხდარის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ არმიის მზადყოფნის ბრძანება გასცა. თუმცა, განაცხადა, რომ ფხენიანის გუშინდელი ქმედება არის პროვოკაცია, რაც "ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის თვითგანადგურებისკენ მიმავალი გზა შეიძლება გახდეს".

myquiz