ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს | Allnews.Ge

ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს

უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

სასამართლოში დღეს თავად ნადია სავჩენკოც გამოვიდა სიტყვით და უკრაინულ ენაზე განაცხადა, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას, თუ მის საქმეზე გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში არ იქნება მიღებული. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ საბოლოო განაჩენის გამოტანის დღე დაასახელა, სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო.

მოგვიანებით, როგორც სავჩენკოს ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა დაწერა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, მფრინავს ტემპერატურამ აუწია და ამ დროისთვის 38 გრადუსი სიცხე აქვს.

ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წელს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მან მეხუთე დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. სავჩენკო სასამართლო პროცესის გადადებას აპროტესტებს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პროკურატურა სავჩენკოსთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს.

სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივნისში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს. დასავლეთი რუსეთს სავჩენკოს დაკავების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

"ბოლო 20 თვის განმავლობაში, იგი უკრაინის ეროვნული სიამაყისა და სიძლიერის სიმბოლოდ იქცა", - განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

გუშინ სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით კიევში აქცია გაიმართა. უკრაინელი მფრინავის დაკავება გააპროტესტეს თბილისშიც.

myquiz