"დოიჩე ველე" - გერმანიაში დარეგისტრირებული ათასობით ლტოლვილი გაუჩინარდა | Allnews.Ge

"დოიჩე ველე" - გერმანიაში დარეგისტრირებული ათასობით ლტოლვილი გაუჩინარდა

გერმანიაში დარეგისტრირებული ათასობით ლტოლვილი გაუჩინარდა, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" გამოცემა "ზიუდდოიჩე ცაითუნგზე" დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, გასულ წელს დარეგისტრირებული 130 000 ლტოლვილი, რაც 13 პროცენტს შეადგენს, თავშესაფარში არ მისულა. გერმანულმა გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა.

როგორც უწყებაში გამოცემას განუცხადეს, ლტოლვილების გაუჩინარების მიზეზი, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გადასვლა იყოს.

"დუბლინის რეგულაციით", თავშესაფრის მაძიებელზე ევროკავშირის ის ქვეყანაა პასუხისმგებელი, სადაც ლტოლვილი პირველად ჩავა. თუმცა, ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკავშირის ქვეყნები ვეღარ აკონტროლებენ თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილებას.

myquiz