აშშ და რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდა | Allnews.Ge

აშშ და რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდა

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის განხორციელებაც 27 თებერვალს იგეგმება. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ორივე მხარემ მოლაპარაკებების დროს მიაღწია შეთანხმებას პირობებსა და ვადებთან დაკავშირებით, რაც სამხდრო მოქმედებების შეწყვეტას უკავშირდება.

ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ შეთანხმება მიღწეულია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შედეგად.

myquiz