გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი – ევროპამ ლტოლვილთა კრიზისის მოგვარებაში სრული კრახი განიცადა | Allnews.Ge

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი – ევროპამ ლტოლვილთა კრიზისის მოგვარებაში სრული კრახი განიცადა

ევროპამ ლტოლვილთა კრიზისის მოგვარებაში სრული კრახი განიცადა, - ასე გაერო-ს ლოტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ევროპელ ლიდერებს შორის, მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში გამართულ ორდღიან მოლაპარაკებებს აფასებს, რომელზეც კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

ფილიპო გრანდიმ ევროკავშირი გერმანულ გამოცემა Allgemeine Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ლტოლვილთა რეგისტრაციისა და ტვირთის თანაბარი განაწილების საკითხში ევროპულმა სოლიდარობამ სრული კრახი განიცადა.

"ჩვენ ვშიშობთ, რომ შიდა საზღვრების ჩაკეტვისა და მცირე კვოტების დაწესების გამო, ლტოლვილთა უდიდესი (ასიათასობით) ნაწილი საბერძნეთში დარჩება. ამიტომაც საჭიროა ევროპის ერთიანობა და თუ საჭირო გახდება ჩვენ მზად ვართ ამაში დახმარება აღმოვუჩინოთ მას", – განაცხადა გრანდიმ.

myquiz