ბენზინი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წყალზე იაფი ღირს | Allnews.Ge

ბენზინი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წყალზე იაფი ღირს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბენზინი ერთ ბოთლ მინერალურ წყალსა და კოკა-კოლაზე იაფი ღირს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ნავთობის ფასის ვარდნის გამო, ზედიზედ მეექვსე თვეა ქვეყანაში ბენზინის ფასი იკლებს. ბოლო მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ერთი ლიტრი Special-ის კატეგორიის ბენზინის (რაც დაახლოებით A95-ის ანალოგია) ფასი 0,50 დოლარიდან 0,40 დოლარამდე (1.47 დირჰამი) შემცირდა.

თუმცა, ბენზინზე ფასების ვარდნის პარალელურად, ქვეყანაში ფასები გაიზარდა საკვებ პროდუქტზე, რის გამო გამოც ახლა 1 ლიტრი მინერალური წყალი 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბენზინი. ადგილობრივ სუპერმარკეტებში 1 ლიტრი მინერალური წყალი 7.75 დირჰამი ღირს, 200 მლ-იანი იოგურტი - 1.75 დირჰამი, 335 მლ-იანი კოკა-კოლა კი 1.50 დირჰამი.

myquiz