ევროპოლი - "ისლამური სახელმწიფო" ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება | Allnews.Ge

ევროპოლი - "ისლამური სახელმწიფო" ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება

ევროპოლი - "ისლამური სახელმწიფო" ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება ექსტრემისტული დაჯუგფება "ისლამური სახელმწიფო" ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება.

როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ამის შესახებ ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უეინრაითმა ჰააგაში, ახალი კონტრტერორისტული ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

"ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" აქვს სურვილი და შესაძლებლობები, ევროპაში თავდასხმები კვლავ განახორციელოს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ტერაქტების აღსაკვეთად", - განაცხადა უეინრაითმა.

მისი თქმით, პარიზში განხორციელებული ტერაქტები ადასტურებს, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" აქვს შესაძლებლობა, ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმოს.

"ისლამური სახელმწიფო" მუმბაის ტერაქტების მსგავს ახალ თავდასხმებს ამზადებს, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პირველ რიგში საფრანგეთში განხორციელდება", - დააზუსტა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

ევროპოლში მიიჩნევენ, რომ ისლამისტების სამიზნე შესაძლოა, სამოქალაქო ობიექტები იყოს.

myquiz