როგორ გამოიყურება მიტოვებული შენობები აფხაზეთში, რომლებიც ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მიტოვებული შენობები აფხაზეთში, რომლებიც ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯეიმს კერვინმა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წელია ძველ მიტოვებულ შენობებს იღებს, აფხაზეთში იმოგზაურა.

"საქართველო ჩემს სამოგზაურო სიაში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და ველოდი შესაფერის შესაძლებლობას, რომ დავმჯდარიყავი და მოგზაურობა დამეგეგმა"- ამბობს ფოტოგრაფი.

იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველოში მოგზაურობისთვის ემზადებოდა, ფოტოგრაფი უკვე 4 წლის განმავლობაში იღებდა მიტოვებულ შენობებს, რომლის ფარგლებში მის ფოკუსში აღმოჩნდა გერმანიის, პოლონეთისა და პორტუგალიის არქიტექტურა.

"ვგრძნობდი, რომ მინდოდა რაიმე უნიკალური დამესახა მიზნად. რამე ისეთი, რაც მოგზაურის ცხოვრებაში თავგადასავლის ცეცხლს კვლავ აანთებდა"- ამბობს ჯეიმს კერვინი.

საქართველოში ზამთრის პერიოდში ჩამოვიდა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების ძიებაში ქვეყნის ნაწილიც კი მოიარა. მოგზაურობის უკანასკნელი ორი დღე კი ყოფილი სანატორიუმების გადაღებას დაუთმო.

"ზოგიერთი მათგანი უკვე 25 წლის განმავლობაში იყო დასახლებული ლტოლვილების მიერ, რომლებიც აფხაზეთიდან ომს გამოექცნენ. აფხაზეთი შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი დანიშნულების მომდევნო პუნქტი. პირადად მე აღმოვაჩინე, რომ ომი ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ადამიანების მეხსიერებაში"- იხსენებს ფოტოგრაფი მოგზაურობის დეტალებს.

"უკვე აფხაზეთში, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე პატარა სოფელი გავიარეთ. გზად ჩუმად ვიყავი. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი, გარემო კარგად აღმექვა. საწარმოებისა და საწყობების ყოფილ შენობებსა და მანქანებს ჩავუარეთ, რომლებიც ერწყმოდა მშვენიერ მთებსა და მწავანე ბუნებას."- ამბობს ფოტოგრაფი და აქვე ამატებს, რომ გადაღების მომენტში ის ხშირად იხსენებდა აფხაზეთის კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ ისტორიას.

"ყოველი მოსახვევი და ყოველი კუთხე მოულოდნელობებით იყო სავსე და ეს დე-ფაქტო სახელმწიფო ძალიან ფოტოგენურად გამოიყურებოდა"- ამბობს ჯეიმს კერვინი.

გთავაზობთ ჯეიმს კერვინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.

მატარებლის ყოფილი სადგური
რკინიგზის მთავარი სადგურის ფრაგმენტი
ხის პატარა ხიდი გაგრასთან ახლოს
მატარებლის გაუქმებული ხიდი მთებში
სანატორიუმისა და სასტუმროს მიტოვებული შენობა
სანატორიუმისა და სასტუმროს მიტოვებული შენობა
თეატრისა და კინოს მიტოვებული შენობა
მთავრობის ყოფილი სახლის შიგნით

სასტუმროს მიტოვებული შენობის შიგნით

myquiz