როგორ იკვებებიან ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში | Allnews.Ge

როგორ იკვებებიან ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი პერმანენტულად იზრდება. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაუკავშირა დედამიწის ირგვლივ საკუთარი მოგზაურობა ფოტოგრაფმა გრეგ სეგალმა. სხვადასხვა ქვეყანაში ჩასული ფოტოგრაფი ბავშვებს მათი ყოველკვირეული რაციონის შესახებ ეკითხებოდა, შემდეგ კი მათ ფოტოებს საჭმელთან ერთად უღებდა.

მუმბაის გარეუბანში მდებარე 64 კვადრატული მეტრი ფართობის ალუმინის თავშესაფარში ანქალ სანი საკუთარ ოჯახთან ერთად ვახშამს შეექცევა: ოკრა და კარტოფილი მომზადებული სანელებელ ქარიში, მისაყოლებლად ლავაშის მსგავსი თხელი პური. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანქალს გაცილებით ჯანსაღი კვების რაციონი აქვს, ვიდრე ნებისმიერ საშუალო ფენის წარმომადგენელ ბავშვს ინდოეთში, ვისაც გარეთ ჭამის შესაძლებლობა აქვს. მუმბაიში საშუალო დომინოს პიცა 13 დოლარი ღირს, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება იმას, რასაც ანქალ სანის მამა ყოველდღიურად გამოიმუშავებს.

ანქალ სანი; 10 წლის; მუმბაი

2015 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა ყოვლისმომცველი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც, გამოავლინა ქვეყნები ყველაზე ჯანსაღი კვების რაციონით. პირველი ათეულში 9 ადგილს აფრიკის ქვეყნები იკავებდნენ, სადაც ბოსტნეულს, ხილს, ნიგოზსა და მარცვლეულ კულტურებს აქტიურად მოიხმარენ, საკვები კი, როგორც წესი სახლში მზადდება, რაც სრულიად საპირისპიროა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული რეალობისგან. ამერიკელები  კალორიების უმეტესობას დამუშავებული პროდუქტებისგან იღებენ და მხოლოდ 1 პროცენტი მოდის ბოსტნეულზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დროთა განმავლობაში, მიხვდნენ, რა ზიანის მოტანა შეუძლია დამუშავებულ საკვებს, აღნიშნული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა.

ჩითან მენგე; 10 წლის; მუმბაი - ადვეეტა ვენკატეშ; 10 წლის; მუმბაი

კუპერ ნორმანი; 10 წლის; ატლანტა

ნინო ხაბურძაია; 6 წლის; დასავლეთ ჰოლივუდი

ისაია დედრიკი; 16 წლის; ლონგ ბიჩი - კაროლინა ბონეტ სანაბრასი; 5 წლის; ლოს ანჯელესი

როსალიე დურანდი; 10 წლის; ნიცა, საფრანგეთი

პაოლო მენდლარო; 9 წლის; სიცილია - ამელია გავია; 12 წლის; სიცილია

ანდრეა ტესტა; 9 წლის, იტალია

გრეტა მოელერ; 7 წლის; ჰამბურგი, გერმანია

ბერილ ო ჯინი; 8 წლის; კუალა ლუმპური

ნურ ზარა ალტა ნაბილა ბინტი მუსტაკიმი, 7 წლის, კუალა-ლუმპურიდან

მომზადებულია TIME-ის მიერ

myquiz