აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია | Allnews.Ge

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.

როგორც აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო.

გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან.

გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.

myquiz