იაპონიაში უცხოელებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვება გამარტივდა | Allnews.Ge

იაპონიაში უცხოელებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვება გამარტივდა

სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ემიგრანტების შესვლის პროცედურებს ამკაცრებს, იაპონიის ფედერალურმა მთავრობამ ემიგრანტებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვება გაამარტივა.

ახალი კანონით, საკმარისია ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში მაღალი ხელფასი დაგიფიქსირდეთ, თქვენ იაპონიაში „რეზიდენტი“ გახდებით. აღნიშნული კანონი ძალაში მიმდინარე წელს შევიდა.

როგორ უნდა მოვიპოვოთ ამერიკის ვიზა?

იაპონიის სურვილია უფრო მეტი თანამედროვე და წარმატებული ადამიანი მიიზიდოს. თუმცა ეს ერთადერთი გზა არ არის, იმისათვის რომ დარჩენილი ცხოვრება ამ კუნძულოვან ქვეყანაში გაატაროთ. ვისაც იაპონიაში ცხოვრება სურს, ქვემოთ მოცემული წესები უნდა დაიცვათ:

იაპონიაში საცხოვრებლად გადასასვლელად 4 რამ არის საჭირო: პასპორტი, ფოტოსურათი, სავიზო განცხადების ფორმა და სპეციალური სერთიფიკატი (COE).

სამი მათგანის მოპოვება მარტივია. რაც შეეხება ბოლო პუნქტს, ის ორ კატეგორიად იყოფა პირველი დამსაქმებელი სამსახურს გთავაზობთ, მეორე მეუღლე ან შვილი იაპონიაში გყავთ.

თუ თქვენ ოჯახის გზას ირჩევთ, პროცედურა მარტივია. იაპოანიაში მყოფი ქმარი ან ნათესავი ან ვინმე რეზიდენტი თავის COE-ს გზავნის. ამის დახმარებით იაპონიის საელჩოში მიიღებთ ვიზას.

თუმცა ემიგრანტების უმრავლესობა იაპონიაში სამუშაოს საძიებლად მიდის, ამისათვის კი უამრავი ინდუსტრია არსებობს, რომელიც სამუშაო ვიზის მიღებაში დაგეხმარებათ.

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ სამუშაო ვიზას მიიღებთ, კვალიფიკაციის მიხედვით იაპონიის მთავრობა გადაწყვეტს ქვეყანაში რამდენი ხნით უნდა დარჩეთ.

რა შეეხება მოქალაქეობის მიღებას, განმცხადებელი მინიმუმ 20 წლის უნდა იყოს და მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იაპონიაში უნდა ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ის მზად უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს.

ოფიციალური პირები მათ შეუმოწმებენ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მოითხოვენ ცხოვრებასთან და ოჯახთან დაკავშირებული დოკუმენტების გრძელ ნუსხას. მათ შეუძლიათ შეამოწმონ განმცხადებლის სახლი და სამუშაო ადგილი. მთელი ეს პროცედურა ექვსი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება.

მოქალაქეობის მსურველს მოეთხოვება იაპონური ენაზე კითხვის გარკეული დონის ცოდნაც.

მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით

myquiz