პირველად საქართველოში ხის კენწეროებზე ბილიკი მოეწყობა | Allnews.Ge

პირველად საქართველოში ხის კენწეროებზე ბილიკი მოეწყობა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, რომელიც კოშკურებს, საჰაერო ბილიკებს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქციულ პორტალებს მოიცავს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების შექმნის მიზანია, ვიზიტორებმა ინტერაქციულ-სათავგადასავლო მეთოდით უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება."მსგავსი ბილიკი ტურისტულ ნაკადებს გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და ახალი ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში საშუალოდ 100 000 ვიზიტორის მასპინძლობას შეძლებს," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ხის კენწეროებზე ბილიკები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნერივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა.

ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

აღსანიშნავია, რომ ხის კენწეროებზე ბილიკები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია მოწყობილი.

მარიამ მენაბდიშვილი

First walkways above trees soon to be set up in Georgia

myquiz