ნაკლებად ცნობილი ფაქტები ისრაელის შესახებ | Allnews.Ge

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ისრაელის შესახებ

ისრაელი ბევრისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ფაქტზე რომ ის სხვა სახელმწიფოებისგან ისტორიული პოლიტიკური კუთხით და ქვეყნის ირგვლივ ამ დროისთვის განვითარებული მოვლენებითაც განსხვავდება, უდავოა. მას ბევრი ფაქტორით გამოარჩევენ, ერთი ისიც არის რომ ამ ქვეყანაში მატრიარქალური წყობაა, ბავშვები დედის გვარს იღებენ, ქალებს კი ჯარში იწვევენ, თუმცა, ეს ალბათ ერთადერთი მახასიათებელი არ იქნება, რაც ისრაელს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს. ამაში ქვემოთ მოყვანილი 20 ფაქტიც დაგარწმუნებთ.

1. ისრაელმა მარტომ შეძლო მკვდარი ენის აღდგენა და მისი ეროვნულ ენად ქცევა.

2. პირველი ანტივირუსი კომპიუეტერებისთვის ისრაელში შეიქმნა, ის 1979 წლით თარიღდება.

3. თელ-ავივი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იმ 4000 ათასი ბაუჰაუზის შენობის გამოა აღიარებული, რომელიც ქალაქში 1930-1940-იან წლებშია აშენებული.

4. ისრაელში ავტობუსებსა და გააჩერებებზე შეხვდებით წარწერას, "წამოდექით უფროსების წინაშე და გამოიჩინეთ თავაზიანობა ხანდაზმულების მიმართ", - ციტატა ბიბლიიდან არის აღებული და მგზავრებს შორის თავაზიანობის წახალისებას ემსახურება.

5. ისრაელის ბანკნოტებზე ბრაილის შრიფტია დატანილი.

6. კალათბურთელი ომრი კასპი 2009 წელს ისრაელის პირველი მოქალაქე იყო, რომელიც NBA-ის პირველი რაუნდისთვის შეარჩიეს.

7. ისრაელმა "მის მსოფლიოს" კონკურსი ერთხელ 1998 წელს მოიგო. გამარჯვებული ლინორ აბარგილი ცნობილი იმითაც გახდა, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელმძღვანელობდა.

8. ისრაელში მსოფლიოში ჩიტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაფრენის ნახვაა შესაძლებელი.

9. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ბიჭებსა და გოგონებში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სახელი ნოამია.

10. მკვდარი ზღვა ოკეანის წყალზე 8,6-ჯერ უფრო მარილიანია.

11. ალ პაჩინოს ფილმის "ჩვენიანი" (The Insider) პირველი სცენა ისრაელშია გადაღებული.

12. ისრაელში მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

13. ათიდან ყოველი 9 სახლი წყლის გასაცხელებლად მზის პანელებს იყენებს.

14. ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, ვინც პოდიუმზე ზედმეტად გამხდარი მოდელების გამოყვანა აკრძალა.

15. ისრაელი ერთ-ერთია იმ სამი დემოკრატიული ქვეყნიდან, რომლებსაც კოდიფიცირებული კონსტიტუცია არ აქვთ. დანარჩენი ორი გაერთიანებული სამეფო და ახალი ზელანდიაა.

16. მორზეს ანბანის მიხედვით, სიტყვა ისრაელი დაიწერება .. ... .-. .- . .-..

17. ისრაელში მარათულ, ჩრდილოეთ უზბეკურ და არამეულ ენებზეც საუბრობენ.

18. ყველაზე პოპულარული ქუჩა Hazait-ია, რაც ზეთისხილის ქუჩას ნიშნავს.

19. ისრაელმა ევროვიზიის კონკურსზე გამარჯვება სამჯერ მოიპოვა.

20. ევროვიზიის ერთ-ერთი გამარჯვებული ტრანსგენდერი იყო.

იხილეთ ასევე:

უცნობი ფაქტები ნიუ-იორკის შესახებ

საინტერესო ფაქტები შვეიცარიაზე

 

myquiz