ვინ არიან როჰინჯები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლი გახდნენ | Allnews.Ge

ვინ არიან როჰინჯები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლი გახდნენ

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩეჩნეთის დედაქალაქში მიანმარის შტატ რაკჰაინში მცხოვრები როჰინჯების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოსახლეობა გროზნოს ქუჩებში ტრანსფარანტებით გამოვიდა და მიანმარში მუსლიმების გენოციდის შეჩერება მოითხოვა.

თუმცა, ჩეჩნეთი ერთადერთი ადგილი არ იყო, სადაც როჰინჯებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტმა საზოგადოების აგრესია გამოიწვია. მიმდინარე კვირას მოსკოვში მდებარე მიანმარის საელჩოსთან ათასობით მუსლიმი არასანქცირებულ მიტინგზე შეიკრიბა და რუსეთის ხელისუფლებას მიანმარში მიმდინარე პროცესებზე რეგირება მოსთხოვა.

მაგრამ ვინ არიან როჰინჯები და რა მიზეზით მიმდინარეობს მათი გენოციდი მიანმარში?

ამ უმეტესწილად ბუდისტურ ქვეყანას, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო დიქტატურა მართავდა, მის ფარგლებში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი უნდობლობისა და დაპირისპირების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს.

აღნიშნულ პროცესებზე კი ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში თვალს ხუჭავს ან ვითარებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

რაკჰაინის შტატში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ბუდისტურ მოსახლეობასთან ერთად მუსლიმები ცხოვრებენ, რომლებიც თავდაპირველად ისტორიული რეგიონიდან ბენგალიდან, მოვიდნენ, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის შემადგენლობაშია.

მიანმარის ხელისუფლება მუსლიმ-როჰინჯებს არალეგალებს უწოდებს და მათთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ამბობს. რაკჰაინის შტატში დაახლოებით მილიონი მუსლიმი-როჰინჯი ცხოვრობს, ბანგლადეშის მოსაზღვრე ქალაქებში კი, სადაც უკანასკნელ პერიოდში დაპირისპირების შემთხვევებმა იმატა, მოსახლეობის დიდი ნაწილია მუსლიმია.

2012 წელს რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტმა, რომელიც ბუდისტებსა და როჰინჯებს შორის გაჩაღდა, 100 ათასი მუსლი სახლ-კარის გარეშე დატოვა, 10 ათასობით მათგანი კი დღემდე დროებით თავშესაფარში რჩება, რომლის დატოვების უფლებასაც არ აძლევენ. ისინი, ვინც მიანმარიდან წასვლა მოახერხა ამ დროისთვის ბანგლადეშში ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე ცხოვრობს.

უფლებათდამცველი ჯგუფების განმარტებით, მუსლიმი-როჰინჯები ძალადობის მსხვერპლი არიან, თუმცა რაკჰაინის შტატში მცხოვრები ბუდისტები ამ აზრს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

მიანმარში სიტუაცია მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გამწვავდა. "არკანას როჰინჯების გადარჩენის არმიის" ბოევიკებმა მიანმარში პოლიციის დაახლოებით 30 პოსტზე კორდინირებული თავდასხმა განახორციელეს, ძალოვანი უწყების, სულ მცირე, 12 თანამშრომელი მოკლეს, გარდა ამისა, მათ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლაშიც ადანაშაულებენ. მიანმარის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მუსლიმ ამბოხებულთა ჯგუფი საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს უკავშირდება და მათგან დაფინანსებას იღებს, თუმცა თავად "არკანას როჰინჯების გადარჩენის არმია" ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ამ შემთხვევის შემდეგ, მიანმარის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის წარმოება გადაწყვიტა, რომლის შედეგადაც, მიანმარის ძალოვანი სტრუქტურების მტკიცებით, 400 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესი "ბოევიკი" იყო.

2016 წლის მარტი-ნოემბერი, ვითარება დაპირისპირებამდე და დაპირისპირების შემდეგ

აღნიშნულ პროვინციაში ჟურნალისტების შეღწევა საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ მონაცემის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. უფლებათდამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაპირისპირებამ დაახლოებით 10 რაიონი მოიცვა, ადგილობრივი ჟურნალისტები კი ბანგლადეშის საზღვართან მდებარე სოფლებში გაჩენილ ხანძრებზე საუბრობენ. ხელისუფლების წაარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ისლამისტი ბოევიკების ნამოქმედარია, რომლებიც სოფლებს მიზანმიმართულად წვავენ, ბანგლადეშში გაქცეული როჰინჯერი კი ამტკიცებენ, რომ სოფლებს ცეცხლი მიანმარის სამხედროებმა წაუკიდეს.

კონფლიქტის პარალელურად, ბანგლადეშში მოხვედრის მსურველი მუსლიმი-როჰინჯების რიცხვი სულ უფრო იზრდება. გაეროს მონაცემების თანახმად, უკანასკენლის 10 დღის განმავლობაში ცეცხლმოკიდებული სახლი, დაახლოებით, 87 ათასმა როჰინჯამ დატოვა.

გაეროს განმარტებით, ეს რიცხვი ბევრად აღემატება გასული მთლიანი წლის მონაცემებს. იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც საცხოვრებელი დატოვეს ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. ბევრმა მათგანმა გზაში ტრავმა მიიღო, ამას ისიც დაემატა, რომ ბანგლადეშმა თავის საზღვრებში მათ შეშვებაზე უარი გაეროს მოწოდების მიუხედავად განაცხადა.

მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას მიანმარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ და კონტრტერისტულ ოპერაციას ატარებენ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

 

myquiz