Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისებს ახალი მიმართულებით იწყებს | Allnews.Ge

Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისებს ახალი მიმართულებით იწყებს

2018 წლის 31 მარტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პირდაპირ ავიარეისებს პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით იწყებს.

ინფორმაციას ახალი ავიარეისების შესახებ ქუთაისის აეროპორტშიც ადასტურებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვროცლავის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენა Wizz Air-ის ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ. ბილეთების ღირებულება კი ამჟამად, დაახლოებით, 80–169 ლარია.

myquiz